"ნაპოლის" ფეხბურთელი პრემიერლიგის გუნდში გადაბარგებას აპირებს

AutoSharing Option
"ნაპოლის" 24 წლის დანიელმა ნახევარმცველმა იესპერ ლინდსტრიომმა შეიძლება კარიერა პრემიერლიგაში გააგრძელოს, - იტყობინება Sky Sport-ი.

კლუბები ტრანსფერის უკანასკნელ დეტალებს ათანხმებენ და "ევერტონს" უნდა, ფეხბურთელი იჯარით, გამოსყიდვის უფლებით გადაიყვანოს - სწორედ ისე, როგორც ერთი წლის წინ "ნაპოლიმ" "აინტრახტისგან".

"ნაპოლიმ" ლინდსტრიომი 5 მილიონად ინათხოვრა და 25 მილიონ ევროდ (პლუს ბონუსები) გამოისყიდა. ლივერპულურ კლუბს იესპერთან კონტრაქტის პირობები აქვს შესათანხმებელი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ევერტონს უნდა და კვარა კი არავის არ უნდა @ "'ჭკვიანი" და "ერთგული" აგენტის გამო @
zura222
13:06 19-07-2024
4

სიახლეები პოპულარული