"ნაპოლიმ" შეიძლება 25 მილიონად შეძენილი ფეხბურთელი გაასხვისოს

AutoSharing Option
დანიის ნაკრების 23 წლის ნახევარმცველი იესპერ ლინდსტრიომი "ნაპოლიმ" ზაფხულში "აინტრახტისგან" 25 მილიონ ევროდ (პლუს ბონუსები) შეიძინა, მაგრამ შეიძლება გაასხვისოს.

სკანდინავიელს "ლივერპული" ეპატიჟებოდა, თუმცა იმედი ჰქონდა, რომ "ნაპოლიში" უფრო მიეცემოდა თავის გამოჩენის შანსი და მწარედ შეცდა. ის სასტარტოში ვერ ხვდება, ძირითადად, შეცვლებზე შედის, სერია A-ს 11 მატჩში თავი ვერაფრით ვერ გამოიჩინა და თავისი მდგომარეობით ძალიან უკმაყოფილოა.

Rai-ს ცნობით, არაა გამორიცხული, ნეაპოლურმა კლუბმა ლინდსტრიომი იჯარის წესით სხვა გუნდში გაუშვას.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გორის "დილაში" გამოგვადგება
გია_544
01:38 16-01-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული