სიტუაცია მძიმეა - დე ლაურენტისს და კონტეს ოსიმენი ხელში შერჩათ?

AutoSharing Option
სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე "ნაპოლი" და პსჟ შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

პსჟ-მა უარი თქვა გარიგებაში ნახევარმცველ კან-ინ ლის ჩართვაზე, ნიგერიელში გამოსასყიდის (120-130 მილიონი ევრო) გადახდას არ აპირებენ და ისეთი ვითარებაა, რომ მხარეები ვერ მორიგდებიან.

აგრეთვე აღნიშნულია, რომ პარიზელები თავიანთი თავდამსხმელებით - რანდალ კოლო მუანით და გაბრიელ რამუშით კმაყოფილები არიან.

მწვრთნელ ანტონიო კონტეს სასწრაფოდ უნდა რომელუ ლუკაკუ თავის გუნდში გადაიყვანოს, მაგრამ ვიდრე ოსიმენის საკითხი არ გადაწყდება, ამას ვერ შეძლებს. ერთი სიტყვით, არაა გამორიცხული, ვიქტორი ვერსადაც ვერ წავიდეს და
კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, მისთვის კონტრაქტით გათვალისწინებული წლიური გასამრჯელოს, 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწიოს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
რაის 130 მილიონი აბა, იმის ფონზე რომ წინა სეზონში სერიოზული რეგრესი ქონდა!'100 მილიონიც არ ღირს დღესდღეობით
მურთო
17:39 23-07-2024
0
კონტეს გაცხადებული აქვს ძირითადი სათამაშო სქემა - ( 3-4-2-1). დაცვის სამეული ბონჯორნოს და მარინის შეძენით საკმაოდ ხარისხიანად დააკომლექტა (გეგმაშია ერმოსოც). შეტევის ფაზა თანაბრად და მრავალფეროვნად ნაწილდება ცხრიანსა და ვინგერებთან ერთად ფლანგის ნახევარმცველებზე. ვინგერების როლი აქ ძალიან ფასეულია. ძირითადი იმედი რა თქმა უნდა ხვიჩაზეა. მარჯვნიდან პოლიტანო ან რასპადორი შეუწყვილდება(ნაკლებად აქვს ნგონგეს იმედი). სხვათაშორის რასპადორის ეძლევა შანსი მეტად გაიხსნას (არის კიეზას ვარიანტიც). ის შეიძლება დროდადრო ცხრიანზეც გამოიყენოს საჭიროებისამებრ, მაგრამ პოლიტანოს ადგილას თუ ათამაშდება, წესით მას მეტი სათამაშო პოტენციალი აქვს. ფლაგებიდან სპინაცოლა-დი ლორენცო ამ სქემაში იდეალურად გამოიყურება. მათთვის შეტევაში ჩართვა არ არის უცხო და საჭიროებისამებრ შეუძლიათ მარტივად გადაეწყონ 5 მცველზე. ლობოტკას როლი არ იცვლება, მისი საქმეა - ლოჯისტიკა, ხაზებს შორის კავშირი, ბურთის ჩვეული კონტროლი და დისპეჩერობა. ანგისას ძირითადი ფუნქცია სათამაშო დრაივის უზრუნველყოფაა. თუ ამ ჩანაფიქრს კონტემ თავისი შეუპოვრობით ხორცი შეასხა, ძალიან ბრძოლისუნარიანი და საინტერესო გუნდი უნდა გამოუვიდეს, რომელმაც წესით მრავალფეროვნად უნდა შეუტიოს როგორც ფლანგებიდან, ისე ვერტიკალურად. კონტეს გუნდებს ახასიათებს მკაცრი სათამაშო დისციპლინა, თუ შეიძლება ასე თქმა - მეტი დემოკრატიულობაც კი. ასე რომ ოსიმენის ადგილი ამ გუნდში საეჭვოა. და ბოლოს, კრეატივისა და გუნდის "ტვინი"-ს პასუხისმგებლობას კონტე ცალსახად ხვიჩას აკისრებს. მის გარეშეც დადებენ ალბათ კარგ შედეგს, მაგრამ დიდი მიზნებისათვის ბრძოლა ხვიჩასნაირი ბიჭების გარეშე არ არსებობს - რაც კონტემ შესანიშნავად იცის, ვაი "კვალიფიციურ" ხალხთაგან განსხვავებით.
ამატაკი
14:50 23-07-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული