ოსიმენს "ნაპოლიში" წამზომი ჩაურთეს

AutoSharing Option
"რეპუბლიკის" ცნობით, თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენის მომავალი 48 საათში უნდა გადაწყდეს.

რადიო Kiss Kiss-ის დირექტორი ვალტერ დე მაჯო იტყობინება, რომ მალე პარიზში პსჟ-სთან მოსალაპარაკებლად ოსიმენის აგენტი რობერტო კალენდა გაემგზავრება, რომელმაც ორი დღის განმავლობაში უნდა მოახერხოს ტრანსფერის გაჩარხვა.

ადრე "პარი სენ ჟერმენმა" ნიგერიელის გამოსასყიდის, 120-130 მილიონი ევროს გადახდაზე უარი თქვა, ჯერ 70 მილიონი, ახლა კი 80 მილიონი შესთავაზა და როგორც ჩანს, ეს საბოლოო ფინანსური წინადადებაა.

თუ პარიზულ კლუბს კალენდა ვერ მოურიგდა, „ნაპოლი“ შეეცდება ვიქტორი დაარწმუნოს, საუდის არაბეთში გადაბარგდეს, რადგან უნდა, კასტელ-დი-სანგროში შეკრება უკვე
მის გარეშე და რომელუ ლუკაკუსთან ერთად დაიწყოს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
შანსი არაა ნაპოლიმ რამეს მიაღწიოს მომავალ სეზონში ,ოსიმენს იცილებენ და ლოქო ლუკაკუ მოყავთ ,მე ხვიჩას გამო ვწერ თორემ ნაპოლი ჩემ სიაში არ შედის
რატი
16:35 24-07-2024
0
რა წამზომი? ვისა აქვს უფლება ჩაურთოს. შესანიშნავი ხელფასი აქვს და რატომ უნდა წავიდეს, სადაც ნაკლებს გადაუხდიან ან თუნდაც არაბეთში .
დავით 67
11:09 24-07-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული