ოსიმენს "ნაპოლიში" წამზომი ჩაურთეს

AutoSharing Option
"რეპუბლიკის" ცნობით, თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენის მომავალი 48 საათში უნდა გადაწყდეს.

რადიო Kiss Kiss-ის დირექტორი ვალტერ დე მაჯო იტყობინება, რომ მალე პარიზში პსჟ-სთან მოსალაპარაკებლად ოსიმენის აგენტი რობერტო კალენდა გაემგზავრება, რომელმაც ორი დღის განმავლობაში უნდა მოახერხოს ტრანსფერის გაჩარხვა.

ადრე "პარი სენ ჟერმენმა" ნიგერიელის გამოსასყიდის, 120-130 მილიონი ევროს გადახდაზე უარი თქვა, ჯერ 70 მილიონი, ახლა კი 80 მილიონი შესთავაზა და როგორც ჩანს, ეს საბოლოო ფინანსური წინადადებაა.

თუ პარიზულ კლუბს კალენდა ვერ მოურიგდა, „ნაპოლი“ შეეცდება ვიქტორი დაარწმუნოს, საუდის არაბეთში გადაბარგდეს, რადგან უნდა, კასტელ-დი-სანგროში შეკრება უკვე
მის გარეშე და რომელუ ლუკაკუსთან ერთად დაიწყოს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
როცა ჭირდებოდათ ულოკავდენ ერთ ადგილს ეხლა აგდებენ პირდაპირი მნიშვნელობით
ტოტტი
19:22 23-07-2024
2
ოსიმენს აღარსად ეჩქარება.შესანიშნავი ხელფასი აქვს და თუ სადაც სურს იქ არ გაუშვეს,არც დარჩენა დააზარალებს დიდად.უნდა კარგად ითამაშებს,არ ენდომება და გააგორებს ბურთს.კარგი თავდამსხმელია და გასართობად რომ ეყოფა,იმდენს კი გაიტანს.სანერვიულო დე ლაურენტისს აქვს.
სოსო
20:46 23-07-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული