24 წლის დანიელი ნახევარმცველი იესპერ ლინდსტრიომი "ნაპოლიდან" იჯარით "ევერტონში" გადავიდა, - იტყობინება ლივერპულური კლუბი.
გაისად "ევერტონს" ლინდსტრიომის გამოსყიდვა შეეძლება. ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, "ევერტონს" იესპერის იჯარა 2.5 მილიონი ევრო, გამოსყიდვა კი 22.5 მილიონი დაუჯდება. მასთან კონტრაქტის 2029 წლის ზაფხულამდე გაფორმებას აპირებენ.
ლინდსტრიომმა გასულ სეზონში სერია A-ს 22 მატჩში თავი საგოლე მოქმედებით ვერ გამოიჩინა.