ერთი წლის უთამაშებელმა დე ხეამ შეიძლება კარიერა იტალიაში გააგრძელოს

AutoSharing Option
რაც გასული წლის ივლისში "მანჩესტერი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, მას შემდეგ ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა უგუნდოდაა და შეიძლება კარიერა იტალიაში გააგრძელოს.

"ინტერში" გადასული ჟოზეპ მარტინესის შემცვლელად "ჯენოა" 33 წლის დე ხეას განიხილავს და უნდა გადაწყვიტოს, აიყვანოს კლუბში თუ სხვა მეკარე დაიმატოს.

გენუური გუნდის მწვრთნელი ალბერტო ჯილარდინო ისეთ კარის დარაჯს ეძებს, რომელსაც ფეხით კარგად თამაში ეხერხება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული