"ნაპოლიმ" ექვსჯერ განათხოვრებულ ფეხბურთელს კონტრაქტი გაუგრძელა

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" ნახევარმცველ მაიკლ ფოლორუნშოს კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივა, - ამის შესახებ კლუბის საიტი იტყობინება.

ფოლორუნშო ნეაპოლურ გუნდს 2019 წლიდან ეკუთვნის, მაგრამ მის რიგებში არასოდეს უთამაშია. ის ექვსჯერ იყო იჯარით სხვა კლუბებში გაშვებული.

მაიკლმა გასულ სეზონში "ვერონაში" სერია A-ს 34 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2024-ზე მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თუ იტალიის ნაკრების წევრი ნაპოლიში ვერ ქაჩავს, მაშინ ნაპოლი ევროპის გრანდი ყოფილა და ვერ გაგვიგია.
ჟორა
01:31 29-07-2024
0
ექვსჯერ განათხოვრებული ნაკრებში რომ მოხვდება,იმიტომ გამოვარდა იტალია.
სოსო
23:42 28-07-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული