"ნაპოლიმ" ექვსჯერ განათხოვრებულ ფეხბურთელს კონტრაქტი გაუგრძელა

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" ნახევარმცველ მაიკლ ფოლორუნშოს კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივა, - ამის შესახებ კლუბის საიტი იტყობინება.

ფოლორუნშო ნეაპოლურ გუნდს 2019 წლიდან ეკუთვნის, მაგრამ მის რიგებში არასოდეს უთამაშია. ის ექვსჯერ იყო იჯარით სხვა კლუბებში გაშვებული.

მაიკლმა გასულ სეზონში "ვერონაში" სერია A-ს 34 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2024-ზე მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ექვსჯერ განათხოვარს ჩვენში სხვა სახელს ეძახიან...
დდდ
20:21 28-07-2024
2
გაურბიან ეტყობა ამ უბედურს ფეხბურთელები და რა ქნას.ერთი ხვიჩა და მისი აგენტია კიდე უტვინო მანდ რომ რჩებიან
გიორგი
21:40 28-07-2024
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული