"მილანი" სპორტიელოს ტრავმის გამო სათადარიგო მეკარეს დაიმატებს

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, "მილანი" გუნდის სათადარიგო კიპერ მარკო სპორტიელოს ტრავმის გამო ახალ მეკარეს დაიმატებს.

მოგეხსენებათ, 32 წლის სპორტიელომ აშშ-ში მოსამზადებელ ეტაპზე ხელის ტრავმა მიიღო და "ლომბარდიელებიც" ამის საჭიროების წინაშე ამიტომ დადგნენ.

"მილანს" სურს, რომ კარის დარაჯი იჯარით აიყვანონ და ასეთად "კალიარის" წევრი სიმონე სკუფეტი ჰყავთ შეგულებული.

სარდინიელთა კიპერი "სან სიროზე" გადაბარგების წინააღმდეგი არაა და ახლა მხოლოდ გუნდებმა ერთმანეთში უნდა მოილაპარაკონ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული