"მონცამ" "მილანისგან" დანიელ მალდინი გამოისყიდა

AutoSharing Option
"მონცამ" "მილანისგან" 22 წლის ნახევარმცველი დანიელ მალდინი 3-4 მილიონ ევროდ გამოისყიდა და 2+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა.

თუმცა, Transfermarkt-ის მტკიცებით, "მონცაში" მალდინი უფასოდ გადავიდა. "მილანი" შემდგომი ტრანსფერიდან 50%-ს მიიღებს.

გასულ სეზონში დანიელი იჯარით ჯერ "ემპოლიში", შემდეგ კი "მონცაში"თამაშობდა და სერია A-ს 18 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული