რვაწლიანი ქორწინების შემდეგ მორატა ცოლს გასცილდა - ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა მიზეზი განმარტა

AutoSharing Option
რვაწლიანი თანაცხოვრებისა და ქორწინების შემდეგ, ესპანეთის ნაკრებისა და "მილანის" ფორვარდი ალვარო მორატა ცოლს, ცნობილ მოდელ ალის კამპელოს გასცილდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია 31 წლის ფეხბურთელმა თავად გაავრცელა.

"დაფიქრებისა და საუბრის შემდეგ, მე და ალისმა გადავწყვიტეთ, რომ გავშორებულიყავით. ჩვენ გვქონდა ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა, სადაც ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა და მხარში ვედექით.

გვქონდა შესანიშნავი წლები, რომლის ნაყოფილ ჩვენი 4 შვილია. ეს არის მტკივნეული გადაწყვეტილება და ხალხისგან პატივისცემას მოვითხოვთ.

წამიერი პოპულარობისთვის ნუ ააწყობთ ისტორიებს, რადგან ვიმეორებ - პატივისცემა ჩვენს ურთიერთობას არასოდეს აკლდა, უბრალოდ იყო ბევრი
მუდმივი გაუგებრობა, რომელიც ნელ-ნელა აფუჭებს ყველაფერს.

ალისას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება ჩემს გულში და ყველაფერი, რაც ჩვენ ერთად გავიარეთ, წარმოუდგენელი და შესანიშნავი ცხოვრებისეული გაკვეთილი იყო", - წერს მორატა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
პირიქით იყო მორატამ გააბახა სოფოს ქმარი :)
1
გიორგის და ზურას მინდა შევახსენო ჩემ ახალგაზრდობაში რასაც თქვენა წერთ სხვა რაღაცას ვეძახდით
გრიშა პაპა
18:01 12-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული