მძიმე მოლაპარაკებები ლონდონში. ლუკაკუს საკითხი წყდება - ოსიმენის?

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ ოსიმენის შეძენის სურვილს არავინ გამოთქვამს, "ნაპოლის" მწვრთნელი ანტონიო კონტე სასწრაფოდ მოითხოვს რომელუ ლუკაკუს დამატებას, რამეთუ გუნდს ცენტრალური თავდამსხმელი სჭირდება.

Sky Sport-ის სატრანსფერო ექსპერტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ნეაპოლური კლუბის სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა ბოლო რამდენიმე დღეში მეორედ გაემგზავრა ლონდონში და "ჩელსისთან" აწარმოებს მოლაპარაკებას, რომელიც მძიმედ მიმდინარეობს.

ამავე მედიასაშუალების ჟურნალისტმა ფრანჩესკო მოდუნომ განაცხადა, რომ "ნაპოლი" ლუკაკუს 5 მილიონ ევროდ იჯარით აყვანას და გაისად მის 25 მილიონად სავალდებულო გამოსყიდვას სთავაზობს, მაგრამ "ჩელსი" მხოლოდ გაყიდვაზეა თანახმა.

რაც შეეხება ოსიმენს,
ლონდონურ კლუბი მზადაა ის ინათხოვროს და ნებისმიერ სხვა წინადადებას უარყოფს, - ამის შესახებ Sky Sport-ის რეპორტიორი ლუკა მარკეტი იტყობინება.

Chiringuito კი "ტვიტერით" სრულიად განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს - "ნაპოლი" ლუკაკუს 30+10 მილიონად იყიდის და სამწლიან კონტრაქტს გაუფორმებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
არიქა! იქნებ მიქაუტაძის შეძენაზეც დაფიქრდნენ სასწრაფოდ, ლიონშე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე?!
1
ბოლოს ისე მოხდება ლუკაკუს მოიყვანენ და ვიქტორაც შერჩებათ. ლუკაკუ მამის(კონტეს) იმედი და ვიქტორა ლავრენტას ცელქი ჭირვეული ბიჭუნა, რომელსაც ვარჯიშიც არ უნდა. კი მარა თუ სადმე გადავა იქ ფორმაში ყოფნა არ დასჭირდება?
G.LA
02:40 23-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული