კვარაცხელიაზე გაცილებით მეტი - რა ანაზღაურებას მიიღებს ლუკაკუ "ნაპოლიში" გადასვლის შემდეგ

AutoSharing Option
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ნაპოლი" და "ჩელსი" ლონდონელთა ბელგიელი ფორვარდის რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე შეთანხმდნენ.

"პარტენოპეი" "არისტოკრატებს" 30 მილიონს გადაუხდის, რასაც შემდგომაში 15 მილიონიც დაემატება და თავად გამოცდილ ფორვარდს 3-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

იტალიელი გავლენიანი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ირწმუნება, რომ ლუკაკუს ანაზღაურება ბონუსების ჩათვლით "ნაპოლიში" სეზონურად 8 მილიონი ევრო იქნება.

საინტერესოა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "პარტენოპეი" ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგლძრივების შემდეგ ბონუსებით 6 მილიონ ევროს გადაუხდის.
მკითხველის კომენტარები / 7 /
Უკეთესი ფეხბურთელია და მიტომ.აბა სად რომელ გუნდში გინახიათ ფეხბურთელი მეტს იმსახურებდეს და ნაკლებს აძლევდნენ?რუბინის დონეა და რუბინის ხელფასი ეკუთვნის
Ზაკო
15:04 25-08-2024
17
Ვის ფულებს თვლით თქვე უბედურებო?
seqta ,,kvaradona"
15:02 25-08-2024
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული