კვარაცხელიაზე გაცილებით მეტი - რა ანაზღაურებას მიიღებს ლუკაკუ "ნაპოლიში" გადასვლის შემდეგ

AutoSharing Option
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ნაპოლი" და "ჩელსი" ლონდონელთა ბელგიელი ფორვარდის რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე შეთანხმდნენ.

"პარტენოპეი" "არისტოკრატებს" 30 მილიონს გადაუხდის, რასაც შემდგომაში 15 მილიონიც დაემატება და თავად გამოცდილ ფორვარდს 3-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

იტალიელი გავლენიანი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ირწმუნება, რომ ლუკაკუს ანაზღაურება ბონუსების ჩათვლით "ნაპოლიში" სეზონურად 8 მილიონი ევრო იქნება.

საინტერესოა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "პარტენოპეი" ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგლძრივების შემდეგ ბონუსებით 6 მილიონ ევროს გადაუხდის.
მკითხველის კომენტარები / 19 /
ხვიჩაზე მეტს ლამის მე ვიღებ,ლუკაკუს კი მისცემდნენ. ერთი წელიც მოითმინე ხვიჩა,არ გაახანგძლივო კონტრაქტი და მოშორდი მაგ სუტენიორს. ხვჩასთვის გადამწყვეტი ფული არ არის და შეიძლება არც გაახანგძლივოს. გაისად,დავრეკავ ლივერპულში და დიაზის შემცვლელად წაგიყვან. მამობას გილოცავ კიდევ,გამრავლდი და მოშენდი,ყველა ქართველი გამრავლდეს და მოშენდეს,ხვიჩა ბურთებს დაარიგებს უპრობლემოდ.
იასონას უდარი
12:22 25-08-2024
9
წლებია ჟურნალისტები არიან და სტატიას ვინ დაეძებს, სათაურის შესატყვისად დაწერაც კი ვერ ისწავლეს. 8 მილიონი 6 მილიონთან შედარებით არ არის "გაცილებით" მეტი... უფრო მეტი კია... ან და, დაწერე უბრალოდ- მეტი და მორჩა. ეხლა რაც შეეხება იმას, თუ ლუკაკუს ხელფასი 8 მილიონი დაუნიშნეს, ხოლო კვარას 6 მილიონი... ლუკაკუს დამატება კლუბს ძალიან უნდოდა და ლუკაკუს იმის ფუფუნება ჰქონდა, რომ რაც შეიძლება მაღალი ხელფასი გამოევაჭრა ლოურენტისთან. კვარას კი კლუბთან კიდე სამი წლით აკავშირებს მოქმედი კონტრაქტი და ამიტომ ახალ კონტრაქტზე და ხელფასზე მოლაპარაკებების დროს მანევრირების ნაკლები საშუალება აქვს. თუ კვარას ახალი კონტრაქტი იქნება 6 ლიმონი, ეს იქნება ძალიან კარგი. მითუმეტეს ისეთი კლუბისგან, რომლის შემოსავლის ძირითადი წყარო თავად კლუბია და არა სხვა გარე ბიზნესი.
ქუთაისი
12:07 25-08-2024
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული