"ოსიმენი ნობათი კი არაა, საფოსტო გზავნილივით გააგზავნონ" - ვიქტორი და მისი აგენტი გაჯიუტდნენ

AutoSharing Option
ვიქტორ ოსიმენს ცოცხალი თავით არ უნდა საუდის არაბეთის "ალ აჰლიში" კარიერის გაგრძელება, მისმა აგენტმა რობერტო კალენდამ კი სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

"ოსიმენმა და კლუბმა ახლახან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით განაახლეს. ის გუნდის ისტორიაში შევიდა. როდესაც კარგი წინადადებები ჰქონდა (მათ შორის, წელს), ყოველთვის კლუბის გადაწყვეტილებას ვცემდით პატივს. როგორც უკვე ვთქვი, ის ნობათი არაა, საფოსტო გზავნილის სახით სადღაც შორს რომ გააგზავნონ, რათა  ვიღაც სხვისთვის ადგილი გამოათავისუფლონ. ვიქტორი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, "ოქროს ბურთის" ნომინაციაში მერვე ადგილზე გავიდა. მას კიდევ ბევრი რამ აქვს ევროპაში სათქმელი
და "ნაპოლისგან" პატივისცემას იმსახურებს".

ჟურნალისტის, ჩირო ვენერატოს ცნობით, "ალ აჰლი" ოსიმენის ლოდინით დაიღალა და "ბრენტფორდის" თავდამსხმელის, აივან ტონის შეძენას აპირებს.

Rai იტყობინება, რომ "ჩელსის" ცენტრფორვარდი რომელუ ლუკაკუ 48 საათის განმავლობაში ჩავა იტალიაში და მწვრთნელს, ანტონიო კონტეს, უნდა, 31 აგვისტოს "პარმასთან" ათამაშოს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ოსიმენი მესი არ არის, ძველი დამსახურებების და 3 წლის წინანდელი თამაშისთვის დიდი თანხა გადაიხადონ. 2022-2023-ის სეზონში გაჩემპიონება და შესანიშნავი თამაში წარსულს ჩაბარდა. მის მერე თავი არაფრით გამოუჩენია(როგორც მთელს "ნაპოლის") და მისი რეალური ღირებულებაც განახევრდა. აგენტი რას იზამს, მნიშვნელოვანი არ არის. საბაზრო ფასი დაიწია და თუ ევროპულ კლუბში თამაში სურს, იმ ფასით უნდა დაკმაყოფილდნენ. მეეჭვება, თუნდაც მესამედ ფასში რომელიმე ევროპულმა გრანდმა შეიძინოს, რადგან თამაშის დონე აშკარად კლებისკენ მიდის.
თედო
11:55 27-08-2024
1
აი როგორი უნდა იყოს აგენტი--თავისი კლიენტი არავის არ დააჩაგრინოს და თავი არავის არ დაუხაროს ! ჯუღელი და ბადრი კი სულ შენი ჭირიმე შენ გენაცვალეთი ელაპარაკებიან იმ ფულით გათავხედებულ ჩარჩს @(დედის მაგისამ მაგანაც სულ ჰენრი ფორდივით საკუთარი შრომით ოფლით და ათი ათასობით დასაქმებული ადამიანით იშოვა ის მილიონები) ოსის აგენტი რომ ტრანახობს "ოქროს ბურთზე მერვე ადგილით"ჯერ ერთი კვარაც იქვე ტრიალებდა ოქროს ბურთის კონკურსზეც და წითელ ხალიჩებზეც და მეორეც კვარა სერია ა-ს საუკეთესო და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია და რაც მთავარია კვარა რომ არა ის განაგლებული ჩარჩი ლაურა საკუთარი ყურებივით ვერ ნახავდა ჩემპიონობას! უნდა შეიგნონ რომ კაპიტალისტურ ვეშაპებთან აქვთ საქმე და "ძმაკაცობით" და "პალაჟენიებით"მასგათთან ვერაფერს მიაღწევენ ! ცოტა მაგრა თუ არ დაუდექი ჭუჭყიანი პირსახოცივით გიხმარენ და მერე სანაგვეზე გადაგაგდებენ !
zura222
03:40 27-08-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული