კვარაცხელიას "ნაპოლის" მნიშვნელოვანი გაძლიერება - მაკტომინეის "პარტენოპეიში" ოფიციალურად გადაბარგება დროის ამბავია

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, საბოლოოდ გადაწყდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" 27 წლის ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს.

"პარტენოპეი" ფეხბურთელის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 30 მილიონ ევროს გადაუხდის, მისი შემდეგი გაყიდვიდან კი პროცენტები "წითელ ეშმაკებსაც" შეხვდება.

მაკტომინეის უახლოეს პერიოდში ელოდებიან ნეაპოლში, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს. ის "მანჩესტერ იუნაიტედის" აღზრდილია და მთელი კარიერა ამ გუნდში ჰქონდა გატარებული.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მაკტომინეი კარგი ფეხბურთელია, ჩვენს წინააღმდეგაც მაგრად ითამაშა...კვარასაც წაადგება ნაპოლიში
ბესო
15:43 28-08-2024
0
ამ მანჩესტერის ამბავი მართლაც რომ გასაკვირია. ეს ჰოლანდიელი მწვრთნელი არ მგონია რომ ხეირს დააყრის.დასანანია ასეთი სახელოვანი გუნდის ამ პატარა კაცების ხელში რომ ჩავარდა. რატომ უნდა გაეყიდა ეხლა მაკტომინეი, თითქოს ნახევარდაცვა მასზე ბევრად უკეთესი ხალხით ყავდეს გაჯერებული. ნაპოლის კი მგონი მოსალოცად აქვს საქმე. მშვენიერი ფეხბურთელი დაითრია კარგ ფასში. ის და ნერეში მართლაც დიდებული შენაძენია. ხვიჩასთვისაც მაგარი ამბავია. ძლივს ეღირსა ხალხი, რომელიც მის დონეს გარკვეულწილად შეესაბამება და ვისთან ერთადაც მეტად შეძლებს თავისი კლასის დემონსტრირებას.
ამატაკი
15:42 28-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული