კვარაცხელიას "ნაპოლის" მნიშვნელოვანი გაძლიერება - მაკტომინეის "პარტენოპეიში" ოფიციალურად გადაბარგება დროის ამბავია

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, საბოლოოდ გადაწყდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" 27 წლის ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს.

"პარტენოპეი" ფეხბურთელის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 30 მილიონ ევროს გადაუხდის, მისი შემდეგი გაყიდვიდან კი პროცენტები "წითელ ეშმაკებსაც" შეხვდება.

მაკტომინეის უახლოეს პერიოდში ელოდებიან ნეაპოლში, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს. ის "მანჩესტერ იუნაიტედის" აღზრდილია და მთელი კარიერა ამ გუნდში ჰქონდა გატარებული.
მკითხველის კომენტარები / 7 /
კვარას მერე ეს საუკეთესო კონტრაქტია რაც ნაპოლიმ გაჩარხა ! აქამდე ეძინათ ?მაკტომინეი უძლიერესია მაგრამ კვარასთან და საერთოდ ქართველებთან რომაა პირშავად იმას რა ვუყოთ ? ეგ არ იყო კვარაზე და სხვა ჩვენებზე რომ გაჰყვიროდა ?--ქართველებმა თამაში არ იციან პატარა შეხებაზე ძირს კოტრიალობენო @
zura222
17:12 28-08-2024
2
ნეტა ქოჩორაშვილსაც ეშველოს რამე!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული