Finita La Commedia - ოსიმენი მიდის იქ, სადაც ჯუღელმა უწინასწარმეტყველა?

AutoSharing Option
ამ დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ჩელსიმ" "ნაპოლის" თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენის შეძენის თაობაზე ოფიციალურად მიმართა და მოლაპარაკებები ოთხშაბათს გაგრძელდება. თუმცა შეიძლება არც გაგრძელდეს.

საქმე ისაა, რომ სრულიად მოულოდნელად, "ნაპოლიმ" საუდის არაბეთის "ალ აჰლისგან" ისეთი შეთავაზება მიიღო, რომ, შესაძლოა, შვებით ამოისუნთქოს ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა, რომელსაც უქმად მყოფი ნიგერიელისთვის წელიწადში 10 მილიონი ევროს გადახდა აღარ მოუწევს.

ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ "ალ აჰლი" მზადაა "ნაპოლის" 100 მილიონთან მიახლოებული თანხა გადაუხადოს, თავად ფეხბურთელს კი ოთხსეზონიან კონტრაქტს და წლიურ გასამრჯელოდ 25 მილიონს
სთავაზობს.

"ნაპოლი", რა თქმა უნდა, წინადადებაზე თანახმაა. რაც შეეხება ვიქტორს, მართალია, კარიერის ევროპაში გაგრძელების სურვილი აქვს, მაგრამ ის, სავარაუდოდ, დათანხმდება. ამ ინფორმაციას "კორიერე დელო სპორტიც" ადასტურებს.

ასე რომ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის წინასწარმეტყველება მართალი გამოდგება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თუ ევროპაში დარჩენა უნდა, მაშინ ევროპულ ხელფასს უნდა დათანხმდეს... მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, კარგი ფეხბურთელია, მაგრამ 10 მილიონს ევროპაში არავინ გადაუხდის, თბილისის დინამოც კი...
დდდ
21:30 28-08-2024
12
მდაა 25 მილიონათ წელიწადში აიტანს კაცი, ჯუღელის ნიშნის მოგებით ყურებას,.დდდდდდ
Yoko Ono
20:43 28-08-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული