ოფიციალურად - ლუკაკუ "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდა და "პარმასთან" ითამაშებს

AutoSharing Option
31 წლის თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ "ჩელსიდან" "ნაპოლიში" გადავიდა, - იტყობინება ნეაპოლური კლუბის საიტი.

"კეთილი იყოს შენი მობრძანება, რომელუ", - წერს "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი "ტვიტერზე".

ბელგიელს კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს. მის ტრანსფერში "ჩელსი" 30+5 მილიონ ევროს მიიღებს.

გასულ სეზონში რომელუ იჯარით "რომაში" თამაშობდა, რომლის რიგებში სერია A-ს 32 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ლუკაკუს დებიუტი 31 აგვისტოს "პარმასთან" საშინაო შეხვედრაში შედგება, თუმცა ჯერ არაა გარკვეული, მწვრთნელი ანტონიო კონტე სასტარტოში დააყენებს, თუ შეცვლაზე შეუშვებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მოდიი ჩემი ძმაა))) რაც ამით ვუბრაგუნებ ხოლმე ქსელში ვიღაცეებს
SugaDaddy25
22:35 29-08-2024
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული