ლუკაკუ იტალიაშია და სამედიცინო შემოწმებას გადის - ნახეთ, როგორ დახვდნენ მას "ნაპოლის" ფანები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დიდი სატრანსფერო საგა საბოლოოდ სრულდება. რომელუ ლუკაკუ რომში ჩაფრინდა, სადაც კლინიკა Villa Stuar-ში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ამის მერე "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება. 

31 წლის ბელგიელ ფორვარდს "პარტენოპეის" უამრავი ფანი, ჟურნალისტი და ფოტოგრაფი დახვდა.

"ნაპოლის" ლუკაკუს დამატება დაახლოებით 30-32 მილიონი ევრო დაუჯდება, რასაც ბონუსები დაემატება და შემდეგი გაყიდვიდან პროცენტს "ჩელსიც" მიიღებს.

ფეხბურთელის დებიუტი, სავარაუდოდ, 31 აგვისტოს "პარმასთან" საშინაო შეხვედრაში, სერია A-ს მე-3 ტურში შედგება.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ნაპოლის ფანების რეაქცია ლუკაკუს მიმართ ჩემთვის გასაგებია-არ არის ნაპოლი იმ ყალიბრის გუნდი რომ ამ დონის ფორვარდის მათთან გადასვლა არ შეიმჩნიონ, მე უფრო, აქ ჩვენენი, ნაპოლის და კვარას ვითომ ფანების კომენტები მაკვირვებს,ასე კნინობით რომ მოიხსენიებენ ამ ფეხბურთელს ჰგონიათ რომ ამით კვარას უპირატესობას უსვამენ ხაზს,არადა ლუკაკუს დონემდე ოოიი!! რამდენიაა, თუ გინდათ გასული სეზონი აიღეთ-რომაში არენდით მოთამაშე ფეხბურთელმა მხოლოდ 31-ჯერ ითამაშა და 21 გოლი შეაგდო-კვარას ანალოგიური მონაგარი კი თითქმის 50 თამაშში შეგახსენოთ რამდენი იყოო!!, თანაც ის არც ღრმა ვეტერანია[31 წლის ივნისში გახდა] და მისი ფიზიკური მანაცემების პატრონს, კიდევ მინიმუმ 5-6 სეზონი თამაში არ უნდა გაუჭირდეს, ასე რომ ნაპოლისთვის იდეალური შენაძენია და გუნდს შანსი ექნება ჩ/ლიგის ზონისთვის იბრძოლოს, კვარასთვისაც ხომ უდიდესი პატივი და გამოცდილებაა ამ ეპოქალური ფორვარდის გვერდით თამაში-თვითონ განსაჟეთ: კაცმა 30 წლის ასაკში ევერტონის,მანჩესტერის,ჩელსის,ინტერის,რომას და ფიფას რეიტინგით მე-7 ბელგიის ნაკრების მაისურით 301 გოლის შეგდება მოახერხა.... კვარას კი თავისი ნიშა აქვს უკვე და ეგ არის რაც არის-პერიოდულად გაიბრწყინებს და თუ ნაპოლი მეტ-ნაკლებათ მოიხოდება მისი თამაშიც უდავოდ უფრო ეფექტური და ეფექტიანი იქნება.
tENGO
10:49 29-08-2024
1
ლუკაკუმ მიზანი თუ გაისწორა, მტრისას. თუ!
ქუთაისელი
10:07 29-08-2024
0

სიახლეები პოპულარული