ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ სტარტს აიღებს "როსონერი" ჩემპიონთა ლიგაზე და რა შედეგს დააფიქსირებს დერბიში "ინტერთან".
თუ ყველაფერი პორტუგალიელისთვის არასასურველი სცენარით წარიმართა, შესაძლოა, 22 სექტემბერს დერბი "დელა მადონინას" შემდეგ უმუშევარი დარჩეს.
შეგახსენებთ, რომ ფონსეკამ "მილანი" მიმდინარე სეზონის დასაწყისში ჩაიბარა და სერია A-ს საწყის 3 ტურში გუნდს მხოლოდ 2 ქულა მოაპოვებინა.