სერია A-ს სტარტიდან 3 ტურის შემდეგ, "მილანი" პაულო ფონსეკას დათხოვნაზე უკვე ფიქრობს

AutoSharing Option
Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, "მილანმა" შესაძლოა, უახლოეს მომავალში გუნდის მთავარი მწვრთნელო პაულო ფონსეკა დაკავებული თანამდეობიდან გაათავისუფლოს.

ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ სტარტს აიღებს "როსონერი" ჩემპიონთა ლიგაზე და რა შედეგს დააფიქსირებს დერბიში "ინტერთან".

თუ ყველაფერი პორტუგალიელისთვის არასასურველი სცენარით წარიმართა, შესაძლოა, 22 სექტემბერს დერბი "დელა მადონინას" შემდეგ უმუშევარი დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ ფონსეკამ "მილანი" მიმდინარე სეზონის დასაწყისში ჩაიბარა და სერია A-ს საწყის 3 ტურში გუნდს მხოლოდ 2 ქულა მოაპოვებინა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
საიდან მოთხარეს? მაგრამ რა უნდა გაგიკვირდეთ მალდი გაუშვეს დირექტორობიდან
გიო
16:14 03-09-2024
0
ძალიანაც კარგიი ! ამ ნაბ;;;;;ს იმდროიდან ვერ ვიტან როცა შახტიორში ლუჩესკუს მერე ქართველებს მაგრა რომ ჩაგრავდა
zura222
15:41 03-09-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული