"ჩვენც გვინდა, რომ ახლა 9 ქულა გვქონდეს, მაგრამ პანიკა საჭირო არაა" - "მილანმა" ფონსეკას ნდობა გამოუცხადა

AutoSharing Option
"მილანის" აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯო ფურლანიმ გუნდის მთავარ მწვრთნელ პაულო ფონსეკას სრული ნდობა გამოუცხადა.

"ფონსეკასა და მის სამწვრთნელო შტაბს ვენდობით. სეზონისწინა მოსამზადებელ პერიოდში მათ მიერ გაწეული სამუშაო ძალიან მოგვეწონა.

ჩვენც გვინდა, რომ ახლა 9 ქულა გვქონდეს, მაგრამ პანიკაში არ ვართ", - ციტირებს ფურლანის ფაბრიციო რომანო.

ინფორმაციისთვის, სერია A-ს საწყისი 3 ტურის შემდეგ "მილანს" მხოლოდ 2 ქულა აქვს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ უახლოეს პერიოდში "როსონერი" შედეგებს ვერ გამოასწორებდა, პორტუგალიელს კარისკენ მიუთითებდნენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამკვირვებია ამ მილანის,პიოლი გაუშვა და მასზე გაცილებით დაბალი დონის მწვრთნელი მოიყვანა.ვერც დავარქმევ ამ კაცს მწვრთნელს.მხოლოდ შახტარში აქვს მოგებული შიდა ტიტულები,,რასაც ისედაც ცალი ფეხით იგებს შახტარი,რომაში კი რა უნდოდა მგონი თვითონაც არ იცოდა.საერთოდ რატომ.გაუშვეს პიოლი ეს თვითონაც არ იციან მგონი.
Master
12:01 05-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული