"ფონსეკასა და მის სამწვრთნელო შტაბს ვენდობით. სეზონისწინა მოსამზადებელ პერიოდში მათ მიერ გაწეული სამუშაო ძალიან მოგვეწონა.
ჩვენც გვინდა, რომ ახლა 9 ქულა გვქონდეს, მაგრამ პანიკაში არ ვართ", - ციტირებს ფურლანის ფაბრიციო რომანო.
ინფორმაციისთვის, სერია A-ს საწყისი 3 ტურის შემდეგ "მილანს" მხოლოდ 2 ქულა აქვს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ უახლოეს პერიოდში "როსონერი" შედეგებს ვერ გამოასწორებდა, პორტუგალიელს კარისკენ მიუთითებდნენ.