"ეს ძალიან ამაღელვებელი იქნება! ამის გამო სიამაყეს და კმაყოფილებას განვიცდი" - რა თქვა კონტემ "იუვენტუსთან" მატჩამდე

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ თავის ყოფილ გუნდთან,  ტურინის "იუვენტუსთან" დაპირისპირებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე "ბებერ ქალბატონზე" ისაუბრა.

"იუვენტუსში" ფეხბურთელის რანგში 13 წელი გავატარე, ვიყავი კაპიტანი და მოვიგეთ ყველაფერი. მქონდა შესაძლებლობა, ამ გუნდში რთულ მომენტში მწვრთნელად სამი წელი მემუშავა და გამარჯვებების ციკლი დამეწყო. მე ვარ "იუვენტუსის" ისტორიის ნაწილი, რადგან ამ გუნდს ყველაფერი მივეცი.

ეჭვგარეშეა, რომ როგორც ფეხბურთელისთვის უფრო ადვილია საკუთარი გზის არჩევა, შემდეგ, როგორც მწვრთნელს, ძალიან გიჭირს შენი გზის გადაწყვეტა.

ყოველთვის პატივს ვცემდი იმ კლუბებს თუ ნაკრებს, სადაც მწვრთნელად ვმუშაობდი. დღეს უდიდესი
სიამოვნება მაქვს, ისეთი კლუბი გავწვრთნა, როგორიც "ნაპოლია". ჩემთვის, როგორც სამხრეთში დაბადებულისთვის, ეს სიამაყისა და კმაყოფილების მომტანია.

ჩემთვის "იუვენტუსის" სტადიონზე დაბრუნება ამაღელვებელი იქნება, ისევე, როგორც, თუ ისე მოხდა, რომ რამდენიმე წელში "ნაპოლის" მოედანზე მოწინააღმდეგის რანგში დავბრუნდები", - თქვა კონტემ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ესე იგი ნიჩია 100%! 1-1 ზე გაიყრებიან!
მწვრთნელი
13:16 20-09-2024
6
დღეს გამოჩნდება,ნაპოლი რეალურად შეძლებს თუ არა ჩემპიონობისთვის ბრძოლას
კობა შულაია
10:51 21-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული