"იუვენტუსში" ფეხბურთელის რანგში 13 წელი გავატარე, ვიყავი კაპიტანი და მოვიგეთ ყველაფერი. მქონდა შესაძლებლობა, ამ გუნდში რთულ მომენტში მწვრთნელად სამი წელი მემუშავა და გამარჯვებების ციკლი დამეწყო. მე ვარ "იუვენტუსის" ისტორიის ნაწილი, რადგან ამ გუნდს ყველაფერი მივეცი.
ეჭვგარეშეა, რომ როგორც ფეხბურთელისთვის უფრო ადვილია საკუთარი გზის არჩევა, შემდეგ, როგორც მწვრთნელს, ძალიან გიჭირს შენი გზის გადაწყვეტა.
ყოველთვის პატივს ვცემდი იმ კლუბებს თუ ნაკრებს, სადაც მწვრთნელად ვმუშაობდი. დღეს უდიდესი
ჩემთვის "იუვენტუსის" სტადიონზე დაბრუნება ამაღელვებელი იქნება, ისევე, როგორც, თუ ისე მოხდა, რომ რამდენიმე წელში "ნაპოლის" მოედანზე მოწინააღმდეგის რანგში დავბრუნდები", - თქვა კონტემ.