"კვარაცხელიაზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია..." - რას ამბობს ხვიჩას კონკურენტი ნერეში ქართველის შესახებ

AutoSharing Option
"ნაპოლის" ახალწვეულმა დავიდ ნერეშმა რადიო CRC-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საუბარი ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო. მოგეხსენებათ, 27 წლის ბრაზილიელი "პარტენოპეიში" ქართველის ერთ-ერთი კონკურენტია და შესაძლოა, "ლეჩესთან" შეხვედრაში ის სატარტოში სწორედ ჩვენებურის ნაცვლად იყოს.

"ჩემი სიჩქარის საიდუმო ისაა, რომ სპრინტის გასაუმჯობესებლად ყოველდღიურად სირბილთან დაკავშირებულ სპეციალურ ვარჯიშებს ვაკეთებთ.

მინდორზე დიდ დროს არ ვატარებ და ამ პერიოდში შემიძლია ჩემს მაქსიმალურ სიჩქარეებზე გავიდე. ყოველდღიურად ვუყურებ რონალდინიოსა და მესის ვიდეოებს. ვსწავლობ მათგან და ისინი მე აღმაფრთოვანებენ და შთამაგონებენ.

შოკირებული ვიყავი სერია A-ს ინტენსივობითა და ტაქტიკური დონით. ამიტომაც
დიდ ყურადღებას ვაქცევ მწვრთნელ კონტესთან ჩატარებულ ყველა ვიდეოსესიას, რათა ამ თვალსაზრისით ჩემი დონე გავაუმჯობესო და უკეთესი გავხდე.

ეროვნული ნაკრები? - 100%-ით კლუბზე ვარ ფოკუსირებული, ჩემი მიზანია ამ მაისურით მაქსიმუმი გავაკეთო.

კვარაცხელია? როგორც ყველა, მეც ვფიქრობ, რომ ქართველი ტოპ კლასის ფეხბურთელი და სუპერვარსკვლავია. მის შესახებ სხვა პასუხი არ უნდა მქონდეს და ამაში მისი მოედანზე ნახვისთანავე დავრწმუნდი.

ვინ იმსახურებს ოქროს ბურთს? ვინისიუსი, მასზე ძლიერი ფეხბურთელი ამჟამად არ არსებობს", - თქვა ნერეშმა.

ინფორმაციისთვის, ნერეშმა მიმდინარე სერია A-ში 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ნერეში არის მარჯვენა შემტევი და კვარავხელია არის მარცხენა შემტევი აქედან გამომდინარე პოლიტანოს კონკურემტია ვიდრე კვარასი.რატო ამწვავებთ და ავშირებთ კვარასთან ამ ფეხბურთელის არსებობას ვერ ვხვდები.ნერეში სადაც მანამდე თამაშობდა აიაქსი ბენფიკა და მანჩესტერი ყველგან მარჯვენა შემტევი იყო ასე რომ კვარას კონკურენტი ნერეში არაა.
ქომაგი
16:12 23-10-2024
1
მარჯვნივ დავაყენებდი პოლიტანოს ნაცვლად. პოლიტანო მებრძოლია მაგრამ ცოტა სწორხაზოვანი. როგორც საჩემპიონო სეზონში ცვლიდა ლოსანო ხშირად, ისე ეხლა სჭირდება მარჯვენა ფლანგს ალტერნატივა
მარჯვნივ დავაყენებდი
13:33 23-10-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული