იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს

AutoSharing Option
"რეპუბლიკას" ცნობით, იტალიის ნაკრების 24 წლის თავდამსხმელმა ჯაკომო რასპადორიმ შეიძლება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას "ნაპოლი" დატოვოს.

რასპადორის "ნაპოლიში" თამაში იშვიათად უწევს, თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი არ არის. მისი სამსახურით "ატალანტა" და "მილანი" არიან დაინტერესებული.

"ნაპოლის" მწვრთნელს ანტონიო კონტეს ზაფხულამდე მისი გაშვება არ უნდა, მაგრამ თუ რომელიმე კლუბმა 30 მილიონი ევროს გადახდის მზადყოფნა გამოთქვა, ალბათ, შეელევიან და გაყიდიან.

მკითხველის კომენტარები / 1 /
30 არა 50 კიდევ! 5 მილიონიც არ ღირს! რასპადორი, სიმიონე, პოლიტანო, ძერბინი, ჟეზუსი, მაცოკი დროა მოიშოროს ნაპოლიმ ამ ზამთარს! ნგონჟი ყველას უდრის მაგათ ერთიანად აღებულს!
მწვრთნელი
08:43 24-10-2024
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული