"რეპუბლიკას" ცნობით, იტალიის ნაკრების 24 წლის თავდამსხმელმა ჯაკომო რასპადორიმ შეიძლება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას "ნაპოლი" დატოვოს.
რასპადორის "ნაპოლიში" თამაში იშვიათად უწევს, თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი არ არის. მისი სამსახურით "ატალანტა" და "მილანი" არიან დაინტერესებული.
"ნაპოლის" მწვრთნელს ანტონიო კონტეს ზაფხულამდე მისი გაშვება არ უნდა, მაგრამ თუ რომელიმე კლუბმა 30 მილიონი ევროს გადახდის მზადყოფნა გამოთქვა, ალბათ, შეელევიან და გაყიდიან.