მასიმო მორატი ფეხბურთს უბრუნდება - "ინტერის" ყოფილი მფლობელი სერია C-ს კლუბს ყიდულობს

AutoSharing Option
Football Italia La Nuova Ferrara-ზე დაყრდნობით წერს, რომ "ინტერის" ყოფილი პრეზიდენტი მასიმო მორატი დიდი ალბათობით, საფეხბურთო საქმიანობას დაუბრუნდება.

79 წლის ბიზნესმენი "სპალის" შეძენას განიხილავს, რომელიც ამჟამად იტალიის სერია C-ში ასპარეზობს, უძლიერესთა შორის კი ბოლოს 2020 წელს იყო.

შეგახსენებთ, რომ მორატი "ინტერს" სათავეში 18 წლის განმავლობაში ედგა, რა დროშიც კლუბმა 16 თასი მოიგო, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგაც.
მკითხველის კომენტარები / 1 /
შეასწორეთ: არა "იტნერს", არამედ ინტერს?!
ლაშ
14:43 03-11-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული