იმავე დღეს კლუბის ახალ მწვრთნელად სიმონე ბენტივოლიო გამოაცხადეს, მაგრამ ეს სულ რამდენიმე საათს გაგრძელდა. ბენტივოლიო 2011 წელს გარიგებულ მატჩებში მონაწილეობდა, რის გამოც "პიაჩენცას" ფანებმა მისი დამრიგებლად დანიშნა გააპროტესტეს, აქცია გამართეს და კლუბს მალევე ამ ადამიანის გათავისუფლება მოუწია.
"პიაჩენცამ" ახალი მწვრთნელი იმავე დღეს დაასახელა და ეს პოსტი სტეფანო როსინიმ დაიკავა.