"ნაპოლი" "არსენალის" ფეხბურთელის შეძენას ცდილობს

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" "არსენალთან" პოლონეთის ნაკრების 24 წლის მარცხენა მცველის იაკუბ კივიორის შესაძენად დაიწყო მოლაპარაკებები, - იტყობინება "ტუტოსპორტი".

ნეაპოლურმა კლუბმა კივიორში 15 მილიონი შესთავაზა, "არსენალი" კი 25 მილიონს ითხოვს და მზადაა იანვარში მიყიდოს. აღნიშნულია, რომ "ნაპოლის" მწვრთნელს ანტონიო კონტეს კივიორის დამატება სურს და მოლაპარაკებები გაგრძელდება.

მიმდინარე სეზონში იაკუბმა "არსენალში" ყველა ტურნირზე 12 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 30 მილიონია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ოლივეირა და სპინაცილა ჰუავს დ ეს რად უნდა
ვაკე
08:40 11-12-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული