"ინტერი" იანვარში თავდამსხმელის გაყიდვას აპირებს

AutoSharing Option
ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ 35 წლის თავდამსხმელმა მარკო არნაუტოვიჩმა შეიძლება იანვარში "ინტერი" დატოვოს.

არნაუტოვიჩს "ინტერთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულმდე აქვს გაფორმებული, გაგრძელებას არ უპირებენ და თუ მისი სამსახურით რომელიმე კლუბი დაინტერესდა, სასწრაფოდ გაასხვისებენ.

ავსტრიელმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 3.5 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული