"ატალანტა" წაგებას გადაურჩა - დღეს "ნაპოლის" შეუძლია დაეწიოს

AutoSharing Option
სერია A-ს მეთვრამეტე ტურში „ატალანტა“ გასვლაზე „ლაციოს“ დაუზავდა - 1:1.

გასპერინის გუნდი 88-ე წუთამდე აგებდა, მაგრამ ბრეშიანინის გოლით მარცხს გადაურჩა. ამით შეწყდა ჩემპიონატზე ბერგამოული გუნდის 11-მატჩიანი მოგებების სერია (უკანასკნელ 13 შეხვედრაში მარცხი არ განუცდია) - ბოლოს 24 სექტემბერს „კომოსთან“ 2:3 დამარცხდა.

„ატალანტა“ 41 ქულით ლიდერია, 40 ქულით მეორე ადგილზე „ინტერია“, 38 ქულით მესამეზე „ნაპოლია“, მეოთხეზე კი 35 ქულით „ლაციო“. დღეს „ნაპოლი“ „ვენეციას“ უმასპინძლებს და შეუძლია „ატალანტას“ დაეწიოს.

რომი. „ოლიმპიკო“
ლაციო - ატალანტა 1:1
გოლები: 1:0 დელე-ბაშირუ (27), 1:1 ბრეშიანინი (88)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ესეიგი აქციებზეა გულანთებული ხალხი და რეალურად ვინც აშენებს ქვეყანას, დილიდან დაღამებამდე რომ შრომობს და აქციაზე არ მიდის იმიტომ,რომ არ მიაჩნია ეს ქართულ გზად, ისინი გულჩამქრალი ხალხია შენი ჭკუით ხომ შენ მართლა ავადმყოფო? ჯერ რა დონის უზრდელი ხარ, აბსოლუტურად უცნობ ადამიანს ავადმყოფს რომ უწოდებ, ხვდები მაინც? თუმცა რომ ხვდებოდე... მასე არ მოიქცეოდი და კიდევ, სწორედ შენისთანა უზრდელებია იმ აქციებზე აბსოლუტური უმრავლესობა და ეს კარგად გამოჩნდა უკვე! შესაბა.ისადაც შეგაფასათ ხალხმა ბლიად!თორემ, გამოსვლაზე სახვეწარი რომ არ უნდა გქონოდათ ფაქტია! ქოცნაცუებიც ისევე ეხატება ხალხს გულზე, როგორც თქვენ და თქვენი ევჟოპულ გზაზე მიმავალი ჟოპოზიცია! დამაწყებინეთ ამ ბერიკაცს აქ პოლიტიკაზე წერა და უზრდელის ძახილი! ფუი თქვენი ქართველობა არ გაიშვას!
გურულო
01:49 03-01-2025
0
მაგ სიმართლით იარე შენ, შე ავადმყოფო, გეტყობა შენ თვითონ თამაშობ და ყველა შენნაირი გგონია!!! ერთი მუჭა მთავრობის ხალხი რო მდიდრდება გეთანხმები(ისე არც ეკლესია აკლებს ხელს) და ზუსტად ეგ არის "ქართლის ჭირი" და ამის წინააღმდეგ ბრძოლაა საჭირო და არა მოთქმა გოდება სახლში მოკალათებული თბილად!!! გადი აქციებზე და იქ ნახავ პატრიოტ გულანთებულ ხალხს, უამრავ ახალგაზრდას ვინც ქვეყნიდან კი არ გარბის თავის საშველად არამედ ცდილობს აქ ადგილზე უშველოს ქვეყანას და რა თქმა უნდა თავის თავსაც!
სიმართლე-ს
19:08 29-12-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული