"კვარაცხელიას და მარმუშის სანაცვლოდ 75 მილიონი გადაიხადეს, მსოფლიო საუკეთესო გუნდები კი ამ ფეხბურთელით არ ინტერესდებიან" - კასანომ გაკვირვება გამოხატა

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა ფორვარდმა ანტონიო კასანომ "მილანის" შემტევ რაფაელ ლეაოს შესახებ ისაუბრა. ის გაკვირვებულია იმით, რომ პორტუგალიელზე ბევრი საუბარი მიდის, მაგრამ კონკრეტულ თანხას მის სანაცვლოდ არავინ იხდის.

"პსჟ-მა კვარაცხელიას სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადა, ანალოგიური დაუჯდა "სიტის" ომარ მარმუშის გადაბირებაც.

თუ ვისმეს უნდა ლეაო, შეუძლიათ გადაიხადონ და ისიც იყიდონ, მაგრამ ინტერესი არ არსებობს. რატომ არ განიხილავენ მას მსოფლიოს საუკეთესო გუნდები, "ბაიერნი", "ბარსელონა", "რეალი", მანჩესტერ "სიტი" როცა მუდრიკში 100 მილიონი გადაიხადეს?!

ლეაოს სანაცვლოდ კი, რომელზეც ყველა საუბრობს, ფულის გადახდა არ უნდათ", -
ციტირებს კასანოს Milan News.
მკითხველის კომენტარები / 4 /
კასანო-მაგარი ხარ რა ) გენაცვალე !!!!
5
უდავოდ ისტორიული და ყველაზე დიდი ტრანსფერია ქართული ფეხბურთის ისტორიაში - როგორც შემდგარი ფეხბურთელი, ვარსკვლავის სტატუსით და დიდი სახელით 70 მილიონად გადადის გრანდში (ფულების თვლა მანკიერი თვისებაა მაგრამ მაინც) სადაც დიდი მოლოდინით და აღფრთოვანებით ეგებებიან. მთელი მსოფლიოს პრესა და მასმედია აშუქებს მოვლენას. არა როგორც უმნიშვნელო მოვლენას, ზოგი მეორე-მესამე ხარისხოვანი ფეხბურთელები რომ გადადიან გუნდში და ვერავინ რო ვერ იგებს არავის აინტერესებს.ხალხო, ყველა ქართველი ძაღლი პოლიციელის დედის პირში შევეცი მე! ძალიან დიდი პატივია ეს ჩვენთვის და გავიაზროთ, (იმის გათვალისწინებით თუ რა მორალურ საზოგადოებრივი განვითარების დონეზე იმყოფება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა დღეს სამწუხაროდ), ქვეყანა ხალხი ცოტა ჭკვიანად მოვიქცეთ და შესაფერისად მოვიქცეთ, მსოფლიო გვიყურებს უკვე და თავი არ შევირცხვინოთ. ყველას არ ეხება რა თქმა უნდა, აბა ყოჩაღად! მადლობთ ყურადღებისთვის.
მიდი ჟორჟ!
03:03 21-01-2025
26

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული