გადაწყდა - "ნაპოლი" კვარაცხელიას შემცვლელს 60 მილიონად შეიძენს

AutoSharing Option
„კორიერე დელო სპორტის“ მტკიცებით, „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელს, 20 წლის ალეხანდრო გარნაჩოს „მანჩესტერისგან“ მალე შეიძენს.

„ნაპოლის“ მწვრთნელი ანტონიო კონტე ტელეფონით პირადად ესაუბრა გარნაჩოს, კლუბის სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა კი „მანჩესტერის“ წარმომადგენლებს შეხვდება და ტრანსფერში 60 მილიონ ევროს შესთავაზებს.

გარნაჩომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 32 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 50 მილიონია. „ნაპოლი“ მზადაა არგენტინელს 4+1 სისტემის ხელშეკრულება გაუფორმოს.

alt"საინტერესოა, რომელი "კვარა" დაკარგა "ნაპოლიმ"? - "პარტენოპეისა" და "რომას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ქართველზე

ისაუბრა
მკითხველის კომენტარები / 17 /
ვფიქრობ კვარა კონტეს სტილში არ ჯდებოდა, უბრალოდ ამას ღიად არ აფიქსირებდა. შესაბამისად შეუწყეს ხელი მის წასვლას იმ ფორმით, თითქოს მხოლოდ მისი სურვილი იყო და აგერ გარნაჩოს ყიდულობენ იმ თანხით. ხელფასსაც გაცილებით მეტს დაუნიშნავენ. პ.ს. დე ლაურენტისი ის ტიპაჟია, რომელიც გუნდში კუმირებს ვერ აიტანს, ერთადერთი მარადონას კერპს ვერაფერს დააკლებს, ხოლო სხვა დანარჩენს არავის აქცევს კლუბის ლეგენდად - ეცდება მალე დაავიწყოს ოსიმენი და კვარა ნეაპოლს.
7
კაი მე შეიძლება ბოლომდე ვერ ვერკვევი ფეხბურთში ))) ვინმემ გამაგებინეთ ვის ადგილას სვავენ ამას? ნერეშზე იძახდნენ რათ გვინდა აგერ გვყავს ნერეშიო.. ეხლა ნერეშიც აღარ უნდათ? აბა მეტრა ოც იტალიელ პოლიტანოს ხო არ ამოაგდებენ?! უტვინობის პიკი ჩანს. ოსიმენი თურქეთში და გადაღძოებული ლუკაკუ ნაპოლში ))))
roni
12:08 21-01-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული