დაღესტნიდან ნეაპოლში კვარაცხელიას შესაცვლელად?

AutoSharing Option
"ნაპოლი" პსჟ-ში გადასული ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას სასწრაფოდ აპირებს, პრიორიტეტული კანდიდატი "მანჩესტერის" 20 წლის გარემარბი ალეხანდრო გარნაჩოა, თუმცა სხვა ვარიანტებსაც განიხილავს.

Sport24-ის მტკიცებით, ერთ-ერთი მათგანი მახაჩკალის "დინამოს" 21 წლის შემტევი აბაკარ გაჯიევია, რომლის თამაშის სანახავად ნეაპოლური კლუბის წარმომადგენლები დაღესტანში იმყოფებოდნენ და ფეხბურთელს გაესაუბრენ.

გაჯიევმა ამ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა, "დინამოსთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 600 ათასი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ნუ ატყუებთ ხალხს! გაჯიევი კი არა ზაკაევი გადაჰყავთ ნაპოლიში. მერე რა, რო თამაში არ იცის, სამაგიეროდ "დონნნს" ამბობს გადასარევად და თამაშს ასწავლიან როცა ჩავა. :) ))))))))))))))))))
დავით
10:22 22-01-2025
2
მახაჭკალის ანჟის სენსაცია გამოაცხობინეს ჩემპიონთა ლიგაზე ერთ დროს, ფულებით და 1000 ჩათლ%ხობით მაგრამ მაინც არავინ დაინტერესდა დაღესტნელი ფეხბურთელებით. ეს გააკეთა ხვიჩამ, გაშვება რომ არ უნდოდათ რუსებს შურით და პოლიტიკური მიზეზით მაგრამ რამხელა სარგებელი მოაქვს მაინც დღეა ხვიჩას ფაქტორს რუსეთისთვის, რომლის ღირსებიც არ არიან მილიონი წელიწადი. ისე მანამდეც ქართველებმა ამოიყვანეს პირველი ლიგიდან ანჟი რუსეთის პრემიერ ლიგაში ,ხოჯავა მარცვალაძე ნავალოვსკი იაშვილი და აშ. ეს სასტავი რომ მოგზაურობდნენ რუსეთში. 3 გუნდი ამოიყვანეს პრემიერ ლიგაში და სამი გუნდიდან გაყარეს მერე როცა აღარ ჭირდებოდათ უკვე.
mexsiereba
10:11 22-01-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული