იარემჩუკმა იტალიურ გუნდში გადასვლა არ ისურვა

AutoSharing Option
Europa Calcio-ს ცნობით, "ოლიმპიაკოსის" თავდამსხმელმა რომან იარემჩუკმა "ვენეციაში" გადასვლაზე უარი განაცხდა.

კლუბები 29 წლის უკრაინელის იჯარაზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვით "ვენეცია" 500 ათას ევროს გადაიხდიდა, სეზონის დასრულების შემდეგ კი 3-4 მილიონად გამოისყიდიდა. თუმცა, იარემჩუკს არ უნდა იჩქაროს, რადგან უკეთეს გუნდში სურს კარიერის გაგრძელება.

ფინელი ფორვარდი იოელ პოჰიანპალო "პალერმოში" აპირებს გადაბარგებას და "ვენეცია" მის შემცვლელად იარემჩუკს მოიაზრებდა.

რომანმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მხოლოდ ორჯერ დააყენეს ძირითად შემადგენლობაში და 2 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული