ალვარო მორატა კარიერიას "გალათასარაიში" განაგრძობს

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "მილანის" ფორვარდი ალვარო მორატა სეზონის მეორე ნახევარს იჯარის წესით "გალათასარაიში" გაატარებს.

სტამბოლელები 32 წლის ესპანელ ფორვარდს სეზონის ბოლომდე ინათხოვრებენ და მათ როგორც ფეხბურთელის გამოსყიდვა, ასევე იჯარის კიდევ 1 წლით გახანგლძრივება შეეძლებათ.

საინტერესოა, რომ "როსონერიმ" გამოცდილი ფორვარდის შემცვლელთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "ფეინოორდის" თავდამსხმელი სანტიაგო ხიმენესი "მილანის" ფორმას მოირგებს.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე სეზონში მორატამ ყველა ტურნირზე "მილანის" ფორმა 25 შეხვედრაში მოირგო, სადაც თავი 6 გოლითა და 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული