"მილანმა" შესაძლოა, დანიშვნიდან 2 თვის შემდეგ მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლოს

AutoSharing Option
Calciomercato-ს ინფორმაციით, "მილანის" მთავარი მწვრთნელი სერჟიო კონსეისაო შესაძლოა, უახლოეს მომავალში გადააყენონ. "როსონერის" ხელმძღვანელობის მიზანი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია და მოქმედი დამრიგებლისთვის, გადამწყვეტი შემდეგი 2 შეხვედრა იქნება.

"ლომბარდიელები" 27 თებერვალს გასვლაზე "ბოლონიას" დაუპირისპირდებიან, 2 მარტს კი "ლაციოს" მიიღებენ და თუ ამ შეხვედრებში გუნდმა სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, პორტუგალიელს კარისკენ მიუთითებენ.

აღსანიშნავია, რომ კონსეისაო მიმდინარე სეზონში "მილანის" უკვე მეორე მწვრთნელია და მან აღნიშნულ პოსტზე გასული წლის ბოლოს თანამემამულე პაულო ფონსეკა ჩაანაცვლა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
იტალის ჩემპიონატის დონე დაეცა ძან, კარგი ფეხბურთელები მანდ არ მიდიან, თუ ვინმე მაგრად ათამაშდა ვერ ინარჩუნებენ და ყიდიან,ევროტურნირებზეც აისახა ეს ყველაფერი, მილანს უნდა შეძლოს კლოპის და ანჩელოტის დონის მოყვანა მწვრთნელად, 300 400 მილიონის დახარჯვა, რო ძველი დიდება დაიბრუნოს, ისე კი სულ ასე იქნებიან, პრემიერლიგის მეათე ადგილოსანი გუნდი ხარჯავს 100 და 200 მილიონს და ამათმა ვის უნდა გაუწიონ კონკურენცია ევროპაში
გოგა
20:21 26-02-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული