
გარიგების ფინანსური დეტალები ოფიციალურად არ გასაჯაროებულა, თუმცა იტალიურ მედიაში იწერება, რომ ახლა ოლივეირას ხელფასი სეზონში 2,2 მილიონი ევრო იქნება.
ურუგვაელს მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2027 წლამდე აკავშირებდა. ის "პარტენოპეიში" 2022 წელს გადაბარგდა, ჯამში 90 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც სამი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.