
მისი "პიზა" იტალიის სერია B-ს 29-ე ტურში გასვლაზე "სპეციასთან" 2:3 დამარცხდა, გუნდის მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ კი უმცროს ბუფონს ბოლო 7 წუთი დაუთმო.
ლუის ბუფონის დედა და შესაბამისად, ჯიჯის ყოფილი ცოლი ალიონა სერედოვა ჩეხია და უმცროს ბუფონს ჩეხეთის 18-წლამდელთა ნაკრებში უხმეს. ის "პიზას" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, მისი გუნდი კი ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და სერია A-ში გადასასვლელად იბრძვის.