კვარაცხელიას "ნაპოლიში" უკრაინელი შეცვლის? - "პარტენოპეიმ" ტრანსფერი დაგეგმა

AutoSharing Option
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, "ნაპოლი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "შახტარის" 22 წლის უკრაინელი შემტევის გეორგი სუდაკოვის დამატებას შეეცდება.

"პარტენოპეის" ახალგაზრდა ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვა გასულ ზაფხულსაც სურდა, მაგრამ იტალიური მხარე 40 მილიონ ევროს იხდიდა, უკრაინელებს კი 50 მილიონი სურდათ.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, "ნაპოლი" ასევე განიხილავს დავიდე ფრატესის (ინტერი) და გაბრი ვეიგას (ალ-აჰლი) კანდიდატურებს.

მიმდინარე სეზონში გეორგი სუდაკოვმა, რომელიც უნივერსალია და კვარაცხელიას პოზიციაზეც შეუძლია თამაში, "შახტარის" შემადგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 12 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
კვარას შემცვლელი მართლა არ არსებობს,ცოტა სუბიექტურად მიუდგები ამ საკითხს და ვიტყვი:კვარს შეიძლება ჩაანაცვლოს მესიმ,როლანდომ,ბამპემ და არა საშუალო დონის დამწყებმა ფეხბურთელმა.
ერთი ნერეშმა ჩაანაცვლა კვარა და მეორე ეგ ან სხვები ჩაანაცვლებენ,ჩანაცვლება იმას ნიშნავს,რომ კვარასავით მიხვალ და 30 წლის შემდეგ ჩემპიონს გახდი გუნდს,აი ესაა ჩანაცვლება.
საფიჩხიელი
12:31 26-03-2025
0

12:30 26-03-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული