მ/ჩ. შესარჩევი. B ჯგუფი. VI ტური: კრიშტიანო რონალდომ დუბლი რიგაშიც შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
9 ივნისს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ევროპული შესარჩევი ციკლის B ჯგუფში VI ტურის შეხვედრები გაიმართა.

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კრიშტინაო რონალდო პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ლატვიას ესტუმრა. კრიშტიანოს დუბლის შესრულება არც რიგაში მორიდებია - "რეალის" ვარსკვლავმა 41-ე და 63-ე წუთებზე გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი მისივე პასით ანდრე სილვამ 67-ე წუთზე დააფიქსირა - 3:0 პორგუგალიის ნაკრების სასარგებლოდ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შვეიცარიის ნაკრებმა, გრანიტ ჯაკასა (36) და შერდან შაკირის (59) გოლებით სტუმრად ფარერებს აჯობა - 2:0 და ლიდერობა შეინარჩუნა, ანდორამ კი მოულოდნელად, საკუთარ მოედანზე მარკ
რებესის
(26) გოლით უნგრეთი დაამარცხა - 1:0.

6 ტურის შემდეგ B ჯგუფის სათავეში შვეიცარია რჩება 18 ქულით, 15 ქულა აქვს პორტუგალიას, 7 - უნგრეთს, 5 - ფარერებს, 4 - ანდორას, 3 - ლატვიას.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რონალდოს ერთი წამით არ ვამცირებ,მაგრამ მესი ასაკით უმცროსია,თანაც რონალდო შეტევის უპირობო ლიდერია,მაშინ როცაარგენტინაში მის გვერდით სხვა სუპერ თავდამსხმელები თამაშობენ და თამაში მხოლოდ მასზე არა აწყობილი.ასე რომ თუ არ დაეწევა,სხვაობას მაინც შეამცირებს.
სოსო
09:49 12-06-2017
0
რონალდომ ნაკრებში უკვე 73 ბურთი გაიტანა აქედან 58 ოფიციალურ თამაშებში,მესიმ კი 54 აქედან მხოლოდ 27 ოფიციალურში.აღარაფერს ვამბობ ჩ.ლ-ზე.ნეტავ ვინ უფრო მაგარი კაცია?
მხოლოდ ფაქტები
18:35 10-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული