ხორვატიამ გადადებულ მატჩში კოსოვოს სძლია

AutoSharing Option
ზაგრებში თავსხმა წვიმის გამო შეწყვეტილი ხორვატიისა და კოსოვოს ნაკრებების მატჩი დღეს გაგრძელდა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა (1:0). ეს ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე კიევის "დინამოს" მცველმა დომაგოი ვიდამ გაიტანა, რომელმაც საჯარიმოდან ლუკა მოდრიჩის აწეულ ბურთს ზუსტად დაჰკრა თავი.

მოკლედ, ხორვატებმა ჯგუფში ლიდერობა დაიბრუნეს (უკრაინას 2 ქულით გადაასწრეს) და შემდეგ ტურში თურქებს ხვდებიან, ხოლო უკრაინელები ისლანდიელებს დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული