მუნდიალი 2018. შესარჩევი ტურნირი. ევროპა: ჰოლანდიამ ბეწვის ხიდზე გაიარა [VIDEO]

AutoSharing Option
ჰოლანდიის ნაკრებმა სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობის მატჩი მოიგო. ბულგარეთთან შეხვედრაში ფეხის დაცდენა დიკ ადვოკაატის გაწვრთნილი გუნდისთვის მუნდიალის საგზურთან დამშვიდობებას ნიშნავდა, მაგრამ ბოლო დროს კრიზისში მყოფმა ფავორიტმა ყოჩაღად ითამაშა.

განსაკუთრებით კარგი იყო დევი პროპერი. პირველი გოლისას კი უთუოდ უნდა აღინიშნოს დეილი ბლინდის შესანიშნავი გარჯა. "ნარინჯისფრები" ინარჩუნებენ მუნდიალზე გასვლის შანსს, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად ბევრი ოფლის ღვრა მოუწევთ.

ლუქსემბურგის ნაკრებმა კი დიდი სენსაცია "გამოაცხო" - ტულუზაში უძლიერესი შემადგენლობით მოთამაშე საფრანგეთს ბოლომდე გაუძლო და უგოლო ფრეს გამოჰკრა ხელი.

A ჯგუფი
ჰოლანდია-ბულგარეთი 3:1
გოლები: 1:0 პროპერი (7),
2:0 რობენი (67), 2:1 კოსტადინოვი (69), 3:1 პროპერი (88)
ჰოლანდია (4-2-3-1): სილესენი - ტეტე, დე ვრეი, ჰუდტი, ბლინდი - ვეინალდუმი, ვილენა - რობენი, პროპერი (86. ვან გინკელი), პრომესი - იანსენი.

ბელარუსი-შვედეთი 0:4
გოლები: 0:1 ფორსბერგი (18), 0:2 ნიმანი (24), 0:3 ბერგი (37), 0:4 გრანკვისტი (84-პენ)
შვედეთი (4-2-3-1): ოლსენი - გრანკვისტი, ლუსტიგი, ლინდელიოფი, აუგუსტინსენი - იოჰანსენი (69. სვენსონი), ნიმანი - ფორსბერგი, დურმაზი (67. კლაესონი), ლარსონი - ბერგი (69. ტილენი).

საფრანგეთი-ლუქსემბურგი 0:0
საფრანგეთი (4-4-2): ლორისი - სიდიბე, კოსიელნი, კურზავა, უმტიტი - პოგბა, კანტე, ლემარი, მბაპე (59. კომანი) - გრიზმანი (81. ფეკირი), ჟირუ (60. ლაკაზეტი).


თ მ ფ წ ბ ქ
1. შვედეთი 8 5 2 1 15-5 17
2. საფრანგეთი 8 5 1 3 18-7 16
3. ჰოლანდია 8 4 1 2 16-11 13
4. ბულგარეთი 8 4 0 4 13-17 12
5. ლუქსემბურგი 8 1 2 5 7-17 5
6. ბელარუსი 8 1 2 5 4-16 5

მომდევნო ტური
7 ოქტომბერი
შვედეთი-ლუქსემბურგი
ბულგარეთი-საფრანგეთი
ბელარუსი-ჰოლანდია

B ჯგუფი
ფარერები-ანდორა 1:0
გოლი: სორენსენი (31)


ლატვია-შვეიცარია 0:3
გოლები: 0:1 ვანინსი (9-საკ. კარში), 0:2 ჯემაილი (54), 0:3 როდრიგესი (58-პენ)
შვეიცარია (4-4-2): ზომერი - ლიხტშტაინერი (80. ლანგი), შარი, ჯურუ, როდრიგესი - შაქირი, ჯაკა (77. ზაკარია), ბეჰრამი, ჯემაილი - მეჰმედი, სეფეროვიჩი (76. დერდიოკი)

უნგრეთი-პორტუგალია 0:1
გოლი: 0:1 ანდრე სილვა (48)
პორტუგალია (4-4-2): რუი პატრისიო - კოენტრაო (28. ელიზეუ), პეპე, ბრუნო ალვეში, სედრიკი - ჟოაო მარიო, მოუტინიო, პერეირა, მარტინში (68. ბერნარდო სილვა) - ანდრე სილვა (86. კვარეშმა), რონალდო.


თ მ ფ წ ბ ქ
1. შვეიცარია 8 8 0 0 18-3 24
2. პორტუგალია 8 7 0 1 28-4 21
3. უნგრეთი 8 3 1 4 11-9 10
4. ფარერები 8 2 2 4 4-15 8
5. ანდორა 8 1 1 6 2-17 4
6. ლატვია 8 1 0 7 3-18 3

მომდევნო ტური
7 ოქტომბერი
ფარერები-ლატვია
შვეიცარია-უნგრეთი
ანდორა-პორტუგალია

H ჯგუფი
ესტონეთი-კვიპროსი 1:0
გოლი: 1:0 კაიტი (90)

საბერძნეთი-ბელგია 1:2
გოლები: 0:1 ვერტონგენი (70), 1:1 ზეკა (73), 1:2 ლუკაკუ (74)
ბელგია (4-4-2): კურტუა - მუნიე, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, ვერმალენი - კარასკო (79. ჩადლი), დემბელე (74. ე. აზარი), ფელაინი (89. დენდონკერი), დე ბრუინი - მერტენსი, ლუკაკუ.

გიბრალტარი-ბოსნია 0:4
გოლები: 0:1 ჯეკო (35), 0:2 კენანი (65), 0:3 ლულიჩი (83), 0:4 ჯეკო (85)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბელგია 8 7 1 0 35-3 22
2. ბოსნია 8 4 2 2 19-8 14
3. საბერძნეთი 8 3 4 1 11-5 13
4. კვიპროსი 8 3 1 4 8-12 10
5. ესტონეთი 8 2 2 4 6-17 8
6. გიბრალტარი 8 0 0 8 3-37 0

მომდევნო ტური
7 ოქტომბერი
ბოსნია-ბელგია
გიბრალტარი-ესტონეთი
კვიპროსი-საბერძნეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული