მოდრიჩი: FIFA ფეხბურთელებზე საერთოდ არ ზრუნავს

AutoSharing Option
ხორვატიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ლუკა მოდრიჩმა კოსოვოსთან გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ FIFA ფეხბურთელებზე საერთოდ არ ზრუნავს.

ხორვატიასა და კოსოვოს გუშინწინ უნდა ეთამაშათ, მაგრამ შეხვედრა ძლიერი წვიმის გამო გადაიდო. FIFA-ს გადაწყვეტილებით, გუნდები მოედანზე სათამაშოდ მეორე დღეს, ადგილობრივი დროით 15 საათსა და 30 წუთზე გავიდნენ.

"შაბათს საღამოს გვითხრეს, რომ თამაში უახლოეს მომავალში არ ჩატარდებოდა. რა თქმა უნდა, დასაძინებლად ჩვეულებრივზე გვიან დავწექით, დილით კი ისე გაგვაღვიძეს, თითქოს ჯარში ვიყავით. გასაკვირი არაა, რომ თამაში არ გამოგვივიდა.

FIFA-მ გვიჩვენა, რომ ის ფეხბურთელებზე
საერთოდ არ ზრუნავს. ერთადერთი, რაც მათთვის მნიშვნელოვანი იყო, ეს შეხვედრის ჩატარებაა", - ციტირებს მოდრიჩის სიტყვებს ინტერნეტგამოცემა Goal-ი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული