ჩვენი მეტოქეები D ჯგუფში: ეპიცენტრი დუბლინშია

AutoSharing Option
დღეს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის D ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრები სტუმრად ავსტრიას ეთამაშება, კიდევ ორი შესარჩევი მატჩი გაიმართება და ორივე ისეთია, დიდი სატურნირო მნიშვნელობა რომ აქვს.

- ავსტრია VS საქართველო - ვენაში ვალსი არ იქნება

ირლანდია-სერბეთი
ირლანდიის ნაკრები ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თბილისური ფრით გაფუჭებული ხასიათი ჯგუფის ლიდერთან საშინაო წარმატებით გამოიკეთოს. დუბლინის "ავივაზე" ჯგუფის და, საერთოდ, სათამაშო დღის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩია.

მოლდოვა-უელსი
რა თქმა უნდა, უელსის ნაკრები ამ შეხვედრაში ფავორიტია, მაგრამ ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ. მოლდოვა შინაურ კედლებში
ხანდახან უხერხული მოწინააღმდეგეა. ვნახოთ, ითამაშებს თუ არა 17 წლის ბენჯამინ ვუდბერნი, ვინც შაბათს ავსტრიასთან უმნიშვნელოვანესი მატჩის გმირი შეიქმნა.

მუნდიალი 2018. საკვალიფიკაციო. ევროპა. D ჯგუფი
ავსტრია-საქართველო 22:45
მოლდოვა-უელსი 22:45
ირლანდია-სერბეთი 22:45
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული