გარეთ ბეილი თბილისში არ ითამაშებს?

AutoSharing Option
Sky Sports-ი ირწმუნება, რომ მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი გარეთ ბეილი უელსის ნაკრებს თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში ვერ დაეხმარება.

30 აგვისტოს Managing Madrid-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გარეთს ბარძაყის კუნთი აწუხებს და ბლანკოსი ყველანაირად შეეცდება, თბილისში არ ითამაშოს.

შეგახსენებთ, "სამეფო გუნდის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ბეილი პრიმერას მე-7 ტურის შეხვედრაში ბარსელონის "ესპანიოლთან" განაცხადშიც არ შეიყვანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული